13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

CNN: ისრაელმა ბეირუთში ავიადარტყმები განახორციელა

CNN-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა ბეირუთზე ახალი ავიადარტყმები განახორციელა.

სამხედროების განცხადებით, მათ სამიზნეს “ჰეზბოლას” მეთაური წარმოადგენდა. ლიბანური მედიის ინფორმაციით, ავიადარტყმა ბეირუთის ტალეტ ელ-ზაიიატის უბანში მოხდა.

მოგვიანებით, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთში, განხორციელებული თავდასხმების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე 112 ადამიანი დაიღუპა. სამინისტროს ცნობით, დღევანდელი თავდასხმების შედეგად 837 ადამიანი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიპლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება ოთხი წლით გადავადდება
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ანგარიში: გასულ წელს ფულის გათეთრებაზე სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო