16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

CNN: ირანის არაკის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა

CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანის არაკის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა.

ირანის მარკაზის პროვინციის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თავდასხმა აშშ-სა და ისრაელის ძალებმა განახორციელეს და დასძინა, რომ უსაფრთხოების ზომების წინასწარ მიღების გამო არავინ დაშავებულა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, გასული წლის მდგომარეობით, ირანის არაკის მძიმე წყლის რეაქტორი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო.

მისი მშენებლობის გეგმამ ადრე შეშფოთება გამოიწვია ისრაელსა და დასავლეთში, რადგან მძიმე წყლის გამოყენება შესაძლებელია პლუტონიუმის წარმოებისთვის, რომელიც ბირთვული იარაღის წარმოებაში გამოიყენება.

გასული წლის ივნისში ისრაელმა ირანთან 12-დღიანი ომის დროს არაკის კომპლექსში ჯერ კიდევ მშენებარე რეაქტორი დაბომბა. იმ დროს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ რეაქტორი არ ფუნქციონირებდა და არანაირ ბირთვულ მასალას არ შეიცავდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მედია: ევროკავშირის საექსპერტო ჯგუფი კიევში იმყოფება
შემდეგი სტატია„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები: მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გავლენა მშვიდობიან მოსახლეობაზე