25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

CNN: ირანი თავდაცვით შესაძლებლობებს აფართოებს და დრონების წარმოებას ანახლებს

ირანი თავდაცვით შესაძლებლობებს აფართოებს და ახალი სამხედრო სისტემების წარმოებას იწყებს — ინფორმაციას CNN-ი ირანის არმიის საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაურზე, ბრიგადის გენერალ ალირეზა ელჰამიზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენერალ ელჰამის თქმით, მიღებული გამოცდილების საფუძველზე ქვეყანამ ცვლილებები განახორციელა ტაქტიკის, სისტემების წარმოებისა და მათი განლაგების თვალსაზრისით.

„ჩვენ მივიღეთ ფასდაუდებელი გამოცდილება, რომლის საფუძველზეც ვაწარმოებთ ახალ სისტემებსა და აღჭურვილობას. ეს პროცესი მთლიანად ირანულ ცოდნასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული“, — განაცხადა ალირეზა ელჰამიმ.

ამავდროულად, CNN-ი აშშ-ის დაზვერვის შეფასებებში ჩახედულ ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანმა მაისში, ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, დრონების წარმოების ნაწილი განაახლა. გამოცემის ცნობით, თეირანმა აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად დასუსტებული სამხედრო შესაძლებლობების აღდგენა სწრაფად შეძლო.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გორდულაძე: როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, მეტად შეიძლება სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო
შემდეგი სტატიაახსარ ჯიოევი: ქართული მხარის ეს პოზიცია რეგიონში ნდობის აღდგენას ხელს არ უწყობს