20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

CNN: ირანი ჰორმუზის სრუტეს ხელახლა კეტავს

CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ირანის სამხედრო სარდლობის განცხადებით, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და აშშ-ის მიერ ომის დასრულების შეთანხმების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის გამო ჰორმუზის სრუტეს კეტავს.

„შეერთებული შტატების არაკეთილსინდისიერების და ომის დასრულების მემორანდუმის პირველი მუხლის შეუსრულებლობით ნაკისრი ვალდებულებების აშკარა დარღვევის გათვალისწინებით და სამხრეთ ლიბანში სიონისტური რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის მუდმივი დარღვევის საპასუხოდ, ჰორმუზის სრუტე დაიკეტება გემების გადაადგილებისთვის“, – ნათქვამია ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის, ხატამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 14-პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს „სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ და სამუდამოდ შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში“.

banner
წინა სტატიაშიმდინარე არაგვის ხიდის ნაწილის დაზიანების გამო მოძრაობა დროებით ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება
შემდეგი სტატიაზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტს „თეთრი არწივის ორდენი“ ფოსტით გაუგზავნა