CNN – „ჰეზბოლასთან“ ომის შემთხვევაში აშშ ისრაელს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება

„ჰეზბოლასთან“ ომის შემთხვევაში აშშ ისრაელს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, დაპირება ვაშინგტონში, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ცაჰი ჰანეგბის, ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის შეხვედრების დროს გაიცა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ უსაფრთხოების მხარდასაჭერად აშშ ისრაელს საჭირო დახმარებას აღმოუჩენს, მაგრამ ისრაელის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცების განთავსება არ განიხილება.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი აშშ-ის ექვს გადამწყვეტ შტატში ჯო ბაიდენს მცირე უპირატესობით უსწრებს
შემდეგი სტატიააშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, რუს დიპლომატებს კი საგადასახადო შეღავათებს ართმევს