11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

CNN – გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირა

CNN-ის ინფორმაციით, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა აფრიკის კავშირის ქვეყნების რეზოლუციის პროექტს, რომლითაც, მსოფლიოს რუკაზე ქვეყნებისა და კონტინენტების ზომები უფრო რეალურად იქნება ასახული.

რეზოლუციას მხარი 164-მა ქვეყანამ დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ აშშ-მა მისცა, ხოლო ექვსმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, თავი შეიკავა.

ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტი მერკატორის კარტოგრაფიული პროექციის შეცვლას ითვალისწინებს, რომელსაც მსოფლიო რუკების უმეტესობა ეფუძნება.

როგორც CNN-ი წერს, მერკატორის პროექცია მსოფლიო რუკებისთვის ნაკლებად გამოსადეგია, რადგან მასშტაბებს არასწორად ასახავს. კერძოდ, ეკვატორიდან დაშორებული ქვეყნები უფრო დიდები ჩანან, ვიდრე ეკვატორთან ახლოს მდებარე ქვეყნები. მაგალითად, მერკატორის პროექციაზე გრენლანდია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დიდი და აფრიკის კონტინენტის ზომის ჩანს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში პუტინისა და რუსეთის კრიტიკის გამო მცხოვრები დააკავეს და ბოდიში მოახდევინეს