18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

CNN: დონალდ ტრამპი ირანს დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლებისთვის შეზღუდულ ვადას აძლევს

CNN წყარონზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლებისთვის შეზღუდულ ვადას აძლევს, თეირანმა ამ პერიოდში „გაერთიანებული წინადადება“ უნდა წარადგინოს.

მაუწყებლის წყაროების ცნობით, ადმინისტრაცია არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტის ვადის განუსაზღვრელი დროით გახანგრძლივებას.

გავრცელებული ინფორმაციით,  დონალდ ტრამპის უახლოესი მრჩევლები მიიჩნევენ, რომ ირანის ხელმძღვანელობაში უთანხმოებაა – თეირანს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული საერთო პოზიცია, რაც საბოლოო შეთანხმებას ხელს უშლის.

გარდა ამისა, CNN-ის ცნობით,  დონალდ ტრამპის გუნდი აღიარებს, რომ შეერთებული შტატების მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადის გახანგრძლივება მსოფლიო ეკონომიკაზე სულ უფრო მძიმე ზეგავლენას ახდენს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჩაჩანიძე სააკაშვილს: wannebe პოლიტიკოსი არ ვარ, დამწყები პოლიტიკოსი ვარ, ვუშვებ შეცდომებს
შემდეგი სტატიაჰორმუზის სრუტესთან ბერძნულ სატვირთო გემს თავს დაესხნენ