CNN: დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარს გამართავენ

დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარს გამართავენ. ამის შესახებ „სიენენი“ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედია იუწყება, აშშ-ში ჩასვლამდე უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს. ასევე, როგორც ზელენსკი აცხადებს, ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, რომელიც გუშინ ლიდერების სატელეფონო საუბარს ვერ შეუერთდა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზეა დაგეგმილი. ლიდერები განიხილავენ სამშვიდობო გეგმის ახალ ვერსიას, რომელიც 20 პუნქტისგან შედგება.

banner
წინა სტატიაში“როგორ შეიძლება, სიტყვის თავისუფლებისთვის 73 წლის ადამიანს აპატიმრებდე?! ან 18 წლის ბიჭს?!” – რუსთაველზე პროტესტი გრძელდება
შემდეგი სტატია“პუტინისა და ტრამპის საუბარი ორიენტირებული იყო უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი, მდგრადი მოგვარებისკენ” – იური უშაკოვი