CNN – ჩინეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი თითქმის გააორმაგა

ჩინეთი იაფფასიან რუსულ ქვანახშირს რეკორდული რაოდენობით ყიდულობს, მაშინ, როცა დასავლური ქვეყნები მოსკოვს უკრაინაში შეჭრის გამო გმობენ და სანქციებს უწესებენ, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მარტი-აპრილის პერიოდში რუსეთიდან ჩინეთში ქვანახშირის ექსპორტი თითქმის გაორმაგდა და 4.42 მილიონ ტონამდე გაიზარდა.

CNN-ი განმარტავს, რომ ნახშირის მზარდი ვაჭრობა ორივე მხარისთვის ხელსაყრელია. ჩინეთი ორიენტირებულია საკუთარი ეკონომიკის გაუმჯობესებაზე და ელექტროსადგურებში გამოსაყენებლად და ფოლადის საწარმოებლად ქვანახშირი სჭირდება, რაც შეეხება დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუსეთს, მისთვის წიაღისეული საწვავის ახალი მყიდველები უკიდურესად მნიშვნელოვანია.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – მგონი, არ უნდა გაგვიკვირდეს დასავლეთის კრიტიკა მაშინ, როცა მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს, რადგან ეს ისეთი პოლიტიკური გოიმობაა, რომელიც ძალიან შესამჩნევია ყველასთვის
შემდეგი სტატიარომ მიდიოდა ერთი მითხრა, ადი შენ ახლა ზევით დედიკოო და ჩემი წასვლა არ ნახოო – უკრაინაში დაღუპული რატი შურღაიას დედა