CNN – ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ორივე პილოტი ცოცხალია

სირია-თურქეთის საზღვარზე, თურქული მხარის მიერ ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის ორივე მფრინავი ცოცხალია და ისინი ოპოზიციონერების ხელში იმყოფებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ის თურქეთის ბიურო წყაროზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ავრცელებს.

„წყაროები ამბობენ, რომ ორი პილოტი ცოცხალია, ისინი ოპოზიციონერთა ხელში არიან და მათი გათავისუფლებისთვის თურქეთი ძალისხმევას არ იშურებს“, – წერს თურქული CNN.

შეგახსენებთ, რომ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, თურქეთის ავიაციამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი უშუალოდ სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მას თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდების ფაქტს ზურგში დანის ჩარტყმად აფასებს და აცხადებს, რომ ეს შემთხვევა სცილდება ტერორიზმთან ბრძოლას.

banner
წინა სტატიაში,, თურქეთმა მიიღო ზომები იმ თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელმაც ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია”
შემდეგი სტატიაჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ ნატო-ს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას“