აშშ და ირანი ამ ეტაპისთვის დარტყმებს შეაჩერებენ და გემები თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ამ ეტაპისთვის ორივე მხარე შეჩერდება“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია აქვს ირანს ამ საკითხთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატები და ირანი შეთანხმდნენ, რომ სამშაბათს, დოჰაში, კატარის დედაქალაქში, შეხვედრას გამართავენ.


















