CNN: სირიისთვის დამიზნებული რუსული რაკეტები ირანში ჩამოვარდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 8, 2015 22:51

CNN: სირიისთვის დამიზნებული რუსული რაკეტები ირანში ჩამოვარდა

CNN: სირიისთვის დამიზნებული რუსული რაკეტები ირანში ჩამოვარდასირიისთვის დამიზნებული რაკეტები, რომელიც რუსეთმა კასპიის ფლოტიდან გაუშვა, ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩამოვარდა – წერს CNN ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით ირანის ტერიტორიაზე მინიმუმ ოთხი რუსული რაკეტა უნდა ჩამოვარდნილიყო. CNN-ის ერთი წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა ირანში რაკეტის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყოლოდა.

რუსული გემები კასპიის ზღვის სამხრეთით იყვნენ განლაგებულები. რაკეტებს ირანისა და ერაყის ტერიტორია უნდა გადაელახათ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 8, 2015 22:51

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics