“CNFA-ს დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების გაყიდვებმა 51 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა”

news
ავტ.: news ივნისი 6, 2016 15:18

“CNFA-ს დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების გაყიდვებმა 51 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა”

CNFA-მ საქართველოში მოღვაწეობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს საზეიმო კონფერენცია და მისი ბენეფიციარი კომპანიების გამოფენა გამართა.

კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას CNFA-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ CNFA-მ 2008 წელს, რუსეთთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ, USAID-ის პროგრამის საშუალებით, საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. მისივე თქმით, CNFA-მ ელექტრონული ვაუჩერების საბარათე სისტემა დანერგა რომლითაც 17 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა.
“USAID-ისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით, ამერიკის მთავრობამ დახმარება 430-ზე მეტ სოფლის მეურნეობის საწარმოს გაუწია, შექმნა 3500-ზე მეტი სამუშაო ადგილი და აამაღლა 140 000-ზე მეტი პირის კვალიფიკაცია. შედეგად, CNFA-ს მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების გაყიდვებმა 51 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ CNFA საქართველოს არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ მეგობარიცაა.
სამი დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა CNFA-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯონ კოსტელო, რომელიც ამჟამად CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრია.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა 2012 წლის შემდეგ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება და საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსხვილ ექპორტიორად აქციოს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისა დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე, თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დასრულებულია ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ხოლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მალე 2 მილიარდიან ბაზარზე ექნება თავისუფალი წვდომა.
დღევანდელ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ და სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ტომას მორისი, CNFA-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი სილვან როი, CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, სოფლის მეორნეობის ყოფილი მინისტრი შალვა ფიფია და CNFA-ს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ჯონ კოსტელო.
news
ავტ.: news ივნისი 6, 2016 15:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics