ცხრა წლის დაჩი გულუა შს მინისტრს უახლოეს დღეებში შეხვდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიამ ცხრა წლის დაჩი გულუას წერილს უპასუხა.

„სამინისტროს წარმომადგენლები უკვე დაგვიკავშირდნენ და შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება. მას მეც დავესწრები. საკუთარ წერილზე პასუხით თავად დაჩიც კმაყოფილია და შეხვედრას მოუთმენლად ელოდება“, – განაცხადა ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა .

ცხრა წლის დაჩი გულუა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურების დატანას სთხოვს.

დაჩი გულიამ გიორგი გახარიას წერილით მიმართა, რომელსაც ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა:

„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, ცხრა წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ“.

banner
წინა სტატიაში,,ჩემი შვილი რომ თინეიჯერულ ასაკში გათხოვდეს, შვილს რა თქმა უნდა არ გაგუდავს, მაგრამ მე კი გავიგუდავ თავს”-გვარამია
შემდეგი სტატიასაგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ იტალიაში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ