“ცხოვრებით დაღლილი” მეცნიერი დევიდ გიდოლი ევთანაზიით მოკვდა შვეიცარიაში

ცნობილი მეცნიერი დევიდ გიდოლი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა შვეიცარიაში, სადაც ის ავსტრალიიდან სპეციალურად ჩავიდა, რომ მომკვდარიყო – ეს დაადასტურა ორგანიზაციამ, რომელიც მას ევთანაზიაში დაეხმარა.
მეცნიერი 1914 წელს ლონდონში დაიბადა, ის სახელგანთქმული ბოტანიკოსი და ეკოლოგი იყო. მაისის დასაწყისში მან ავსტრალიაში საკუთარი სახლი გაყიდა და შვეიცარიაში ჩაფრინდა რომ სიცოცხლე დაესრულებინა კლინიკის მეშვეობით, რომელიც მსგავს პაციენტებს ეხმარება. მისმა სურვილმა მსოფლიოში ბევრი ადამიანის ინტერესი გამოიწვია.

გიდოლს, ასაკის მიუხედავად, სერიოზული ავადმყოფობები არ აწუხებდა, მიუხედავად ამისა, მას სურდა მომკვდარიყო, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, მისი სიცოცხლის ხარისხი უარესდებოდა და მას აღიზიანებდა ის, რომ სხვებზე უფრო მეტად ხდებოდა დამოკიდებული – “ბიბისი” წერს.

გიდოლი წლების მანძილზე იბრძოდა ნებაყოფლობითი ევთანაზიის უფლებისთვის. ის 20 წელზე მეტი ხანი იყო ორგანიზაცია Exit International-ში, რომელიც სამედიცინო დახმარებით ცხოვრებიდან წასვლის უფლებისთვის იბრძოდა. “არ მინდა მეტი ვიცხოვრო” – თქვა სწავლულმა ოთხშაბათს, პრესასთან უკანასკნელად გამოჩენისას. “ჩემს ასაკში, და უფრო ადრეც, სიკვდილის თავისუფლება გსურს გქონდეს, რომ სიკვდილი საჭირო დროს დადგეს” – თქვა მეცნიერმა.

banner
წინა სტატიაშიმალაიზიას მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული პრემიერი ეყოლება
შემდეგი სტატიატრამპი პირადად დახვდა ჩრდილოეთ კორეის ციხიდან განთავისუფლებულებს