ცხოვრების სხვა ხარისხი ჰქონდა ხალხის ხარჯზე, ამას რომ განიცდის სააკაშვილი, ლოგიკურია – კობახიძე

“ერთი საინტერესო ფრაზა იყო ამ დასკვნაში [ომბუდსმენის კონსილიუმის] რომ სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი თურმე გაუარესებულა მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა საქართველოში და ჩაჯდა თავისი ფეხით ციხეში. რა თქმა უნდა, სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი გაუარესდა მას შემდეგ, რაც ის ვერ უკვეთავს მაგალითად სახელმწიფოს ხარჯზე კონკრეტულ კვების პროდუქტებს საზღვარგარეთიდან, სახელმწიფოს ხარჯზე ამას ვიმეორებ, ბევრი სხვა კუთხითაც, მას ჰქონდა ცხოვრების სხვა ხარისხი ხალხის ხარჯზე, და ახლა აქვს ბუნებრივია ცხოვრების სხვა ხარისხი, რაშიც არაფერი განსაკუთრებული არ არის, ამას რომ განიცდის სააკაშვილი. ესეც არის აბსოლუტურად ლოგიკური”. – თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.

banner
წინა სტატიაშიომი გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი არ გადაწყვეტს მის დასრულებას – გუტერეში
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე IRI-ის კვლევებზე – კვლევები მიუთითებს, რომ საზოგადოებაში მასობრივი ნიჰილიზმია