„ცხოვრების დონე სულ უკან-უკან მიდის, მთავრობა კი თავის ბუღალტერიას ხატავს“ – დავით ჭიჭინაძე

სახალხო მოძრაობა „ტრიბუნას“ დანფუძნებლის, დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის თქმით, დღეს ქართული ეონომიკა ისეთ ჩიხში შედის, საიდანაც გამოსავალი უახლოესი 2-3 წელი შეუძლებელი არ იქნება. ამასთან, ჭიჭინაძე არც იმას გამორიცხავს, რომ ინვესტორებმა ქვეყანა დატოვონ.

„როდესაც ეკონომიკაში ფულს არ ამუშავებ, გადასახადები არ შემოგდის და შესაბამისად ფულს ვერ ანაწილებ, ეს ლარის კურსზეც აისახება და თითოეული ჩვენთაგანის მდგომარეობაზეც. დღეს სახელმწიფო შესყიდვებს ვერ ანხორციელებს, რადგან ნებისმიერ ტენდერში უცხოური ვალუტის მდგენელი ძალიან დიდია და ჩადებულია 7-8 პროცენტიანი მოგების ზღვარი. ასეთი რყევების პირობებში კი ტენდერის ჩატარების შესაძლებლობა ნაკლებია.

შესყიდვები არ ხდება, ე.ი.ფული არ იხარჯება; ფული არ იხარჯება, ე.ი. ეკონომიკა არ იზრდება. ყველაფერი ეს კი ჩვენს მთავრობას არც აინტერესებს. გამოდიან და თავიანთ ბუღალტერიას ხატავენ, ანუ მაშინ, როდესაც ცხოვრების დონე გაუმჯობესდა კი არა, სულ უკან და უკან მიდის, მთავრობა 5 და 6 პროცენტიან ზრდებს გვაჩვენებს.

მოკლედ, ბუღალტრულად ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ეკონომიკა, რეალურად, ნამდვილად ვერ გაიზრდება და ყველაფერ ამის ფონზე, როდესაც შენი ლარი სუსტება, რომელი ინვესტორი გაჩერდება ქვეყანაში?! ინვესტორი გაიქცევა, აბა, რას იზამს?

ისე კი, ზოგადად, ქვეყნის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა და ინვესტიციების მომზიდავი სამშენებლო სექტორი იყო, რომელიც დღეს პრაქტიკულად, გაჩერებულია და 2-3 კომპანიის ხელშია გადასული. თბილისის მერია კი პოპულისტური განცხადებებითაა დაკავებული და მშენებლობების ნებართვებს შერჩევით იძლევა.

საქმე ის არის, რომ ათასობით ადამიანს, რომელსაც ნაკვეთები ჰქონდა შესყიდული, სტატუსი შეუცვალეს და ამით, რეალურად, ეს ხალხი დააზარალეს, ანუ გენგეგმა კი არაა პრობლემა, არამედ, არაპატიოსანი მოხელეების სიმრავლე, რომლებიც ცდილობენ, ყველაფერი ეს სათავისოდ მოიწყონ და მიითვისონ. მერია კი, ამის საშუალებას იძლევა,“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს მოქალაქე არ გაჩერდება, სანამ მისი კანონიერი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება” – გრიგოლ ვაშაძე
შემდეგი სტატიაქვების სროლა და ხმაური ბათუმში – კორპუსის მეპატრონეები, სადაც ლიფტის ჩავარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ