ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება – პუტინი

კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში თავის სამხედრო მიზნებს მიაღწევს, რაც მისივე თქმით, ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს ცხოვრების ნორმალურ ტემპს დაუბრუნდნენ.

კრემლში გამართულ შეხვედრაზე გამოსვლისას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის, როგორც შესაძლებლობების პოპულარიზაციას, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გახდა იძულებული „სამხედრო ოპერაცია“ დაეწყო.

„თავიდანვე აღვნიშნე, რომ ამ „ოპერაციის“ მიზანი ადამიანების დახმარება იყო. ვიმოქმედებთ თანმიმდევრულად“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ „ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება“

banner
წინა სტატიაშიროვნულ უსაფრთხოების საბჭოს აპარატში ჯეიმს აპატურაისთან, კიბერუსაფრთხოების თემაზე მომუშავე უწყებების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაუკრაინის გენშტაბი – რუსეთი ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით მობილიზებას გეგმავს