25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ცხოველთა უფლებების დამცველებმა კობახიძის სამსახურთან აქცია გამართეს

ცხოველთა უფლებების დამცველებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სამსახურთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ამჯერად მოქალაქეებმა პროტესტის ფორმად დუმილი აირჩიეს, რისი მეშვეობითაც ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს. 

ტვ პირველის ცნობით, აქციის მონაწილეები მიუსაფარი ცხოველების მიმართ ჰუმანურ მოპყრობასა და პროცესების სრულ გამჭვირვალობას მოითხოვენ. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა შეიქმნას საჯარო ბაზა, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ცხოველს უტარდება ევთანაზია და რომელი გადაჰყავთ მუნიციპალურ თავშესაფარში.

აქტივისტების განცხადებით, ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველების მასობრივი დაჭერისა და დაძინების პრაქტიკა მოქმედებს, რის გამოც ხელისუფლებისგან შესაბამის განმარტებებსა და მოქმედი საკანონმდებლო ნორმების ცვლილებას ითხოვენ.

„ხელისუფლებისგან ვითხოვთ ჰუმანურ მოპყრობას, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება. ეს არის ვანდალიზმი, რაც სახელმწიფოს მხრიდან ხდება — ძაღლების მოპარვა და მოკვლა პოპულაციის მართვა არ არის. აუცილებლად უნდა შეცვალონ ტაქტიკა და გაიწვიონ კანონი, რადგან ამით ირღვევა არა მხოლოდ ცხოველების, არამედ ადამიანების უფლებებიც“, — აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

banner
წინა სტატიაშიკახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: მორალური და პოლიტიკური სახის საბოლოო დაკარგვაა