ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა შესაძლოა, პატიმრობით დაისაჯოს

ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისა და წამების კუთხით მოქმედი კანონმდებლობა არ არის რელევანტური და სანქციების ნაწილში არსებულ გამოწვევებს არ შეესაბამება, – ამის შესახებ თბილისი მერი მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა.

შესაბამისად, მისი თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა ცვლილებები, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში.

„ვფიქრობ, ცვლილებები პარლამენტის მიერ საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება. მთავარი არსი ცვლილებისა მდგომარეობს იმაში, რომ პირველივე ჯერზე, ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა, რაც მათ წამებას და სიკვდილს იწვევს, შესაძლებელი იქნება პატიმრობით დაისაჯოს. ეს არის სიახლე, რომლის არქონა ფაქტობრივად მაპროვოცირებელი იყო იმისა, რომ ხშირად ხდებოდა ცხოველთა ლიკვიდაცია, როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ე.წ. კისტის თოფით თუ წამების სხვადასხვა ფორმით“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

მისი თქმით, ეს იქნება პრევეცნიული მექანიზმი. ყველა ადამიანს, მათ შორის მშობლებს ეცოდინებათ, რომ პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის უმაღლესი ფორმა გამოიყენება.

„რიგ შემთხვევაში, მოსამართლეებს ექნებათ უფლება, გამოიყენონ პატიმრობა, როგორც სანქციის ფორმა“ – განაცხადა მაია ბითაძემ.

ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის სანქციების გამკაცრებაზე დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისი მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიგანათლების ახალ მინისტრს სურს, ცვლილებები ახალ გუნდთან ერთად დაგეგმოს, წარმატებებს ვუსურვებ
შემდეგი სტატიასკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილებმა პირველი ინტერვიუ მისცეს