„ცხოველთა დაცვის ფედერაცია“ – თბილისის თავშესაფარში ცხოველებს ე.წ ინგლისური მარილით ხოცავენ

ცხოველთა დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თბილისის თავშესაფარში ცხოველებს ხოცავენ.

თემურ ლაჭყებიანის თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ამას ე.წ ინგლისური მარილის საშუალებით ახორციელებს, რომლის ინექციის სახით ცხოველის ორგანიზმში მოხვედრა მის სიკვდილს იწვევს.

ლაჭყებიანმა სააგენტოს მიერ, ე.წ ინგლისური მარილის დიდი რაოდენობით შესყიდვის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება. ორგანიზაცია გეგმავს არსებული დოკუმენტაცია ცხოველთა უფლებადამცველ და საერთშორისო ორგანიზაციებს გააცნოს და სამართლებრივი ბრძოლა განაგრძოს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ე.წ ინგლისური მარილის შესყიდვას ადასტურებენ, თუმცა მისი ცხოველების ევთანაზიისთვის გამოყენებას უარყოფენ. მათი განცხადებით, ევთანაზია მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხდება.

banner
წინა სტატიაშიროგორ დავიცვათ თავი ფინანსური პირამიდისგან-ეროვნული ბანკის აქცია
შემდეგი სტატიათენგიზ შერგელაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაუფინანსებელ ნაწილს სამედიცინო დაზღვევა 100%-ით შეავსებს