“ცხოველების ფერმა” – აქტვისიტებმა პარლამენტთან გოჭი მიიყვანეს

“ცხოველების ფერმა” – ამ სახელწოდებით პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან სიმბოლურად გოჭი მიიყვანეს.

მათი თქმით, ივანიშვილმა პარლამენტი სწორედ ცხოველთა ფერმას დაამსგავსა.

“ეს პერფორმანსი მოვაწყეთ წიგნის მიხედვით – ცხოველების ფერმა, სადაც ადამიანები გარიყეს ცხოველებმა ფერმიდან და ცდილობდნენ, ერთპიროვნული მმართველობის დამყარებას, როგორც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დღეს საქართველოში. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და ბოლომდე ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი პარალმენტში შესვლაზე უარს ამბობენ და ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა წყალტუბოში, ქვების მასაში მოყოლილი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს
შემდეგი სტატიაოპოზიციური პარტიების ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ