10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ცხოველების მოშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მომშენებლების მიერ

ცხოველების მოშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მომშენებლების მიერ, რომლებიც უნდა დარეგისტრირდნენ – ესენი იქნებიან კონტროლქვემდებარე ობიექტები,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შინაური ცხოველების რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და რეალიზაცია მოწესრიგდება სპეციალურად მომზადებული კონტროლქვემდებარე ობიექტების მეშვეობით, რომელთა მონიტორინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად განახორციელებს.

როგორც გადაცემა Business Insider Georgia-ში ლაშა ავალიანმა განაცხადა პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება ძაღლებზე, რადგან ისინი ცოფის და სხვა დაავადებების მთავარი გამავრცელებლები არიან, ხოლო კატების იდენტიფიკაცია და სტერილიზაცია შემდგომ ეტაპებზე იგეგმება.

„ამ შემთხვევაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს ამას ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად. რომელიც ამ შემთხვევაში უკვე თვითონ განსაზღვრავს სარეალიზაციოდ განკუთვნილ, ასე ვთქვათ, სახეობას და მოახდენს მათ რეალიზაციას, თუმცა იქნება ჩარჩოებში მოქცეული. რა თქმა უნდა, არ განთავისუფლდება ის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისგან. ჩვენ პირველ ეტაპზე სწორება გვაქვს მთელი რიგი საკითხებში ძაღლებზე, იმიტომ რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია და ასე დაიწყო ყველა ქვეყანამ, თუმცა შინაარსობრივად მოიაზრება ასევე კატებიც. თუმცა კატებთან მიმართებაში მასიური პროგრამები, რომელიც არის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია უკვე უფრო შემდგომ ეტაპებზე შემოვა.

შეგვიძლია დაავადებებთან მიმართებაშიც ვისაუბროთ, რომელიც მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ცოფი, რომელიც როგორც ვეტერინარული მიმართულებით, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით ერთ-ერთი უმთავრესი დაავადებაა. აქაც ყოველთვის ჩვენი ინდიკატორული ცხოველი არის ძაღლი, რომელიც პირდაპირ უფრო არის ამ დაავადების ყველაზე მასიური გამავრცელებელი, პოტენციური გამავრცელებელი“, – აღნიშნა ლაშა ავალიანმა.

banner
წინა სტატიაშისინოპტიკოსების პროგნოზით, 23 მარტის ჩათვლით, საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
შემდეგი სტატიაარაბთა გაერთიანებული საამიროები და ავსტრალია ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანის სურვილს გამოთქვამენ