ცხინვალში, ლიახვში ჩავარდნილ 8 წლის ბავშვს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებენ

ცხინვალში, ლიახვში ჩავარდნილ ბავშვს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს ეძებენ. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულები არიან მაშველები და მყვინთავები, ასევე იყენებენ სპეცტექნიკას.

რადიო თავისუფლება წერს, რომ 8 წლის ბავშვი დინებამ დღეს, შუადღისას გაიტაცა. გამოცემის ცნობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ცხელი ხაზის გამოყენებით, დახმარებისთვის საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს
შემდეგი სტატია“ლეობორისტული პარტია” გადამწყვეტ არჩევნებზე მარტო გავა