ცხინვალში ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა იწვის {VIDEO}

ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას ხანძარი გაუჩნდა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო «Рес»-ის ცნობით ხანძარი შენობის პირველს სართულს გაუჩნდა და მან 150 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. მობილიზებული იყო 5 სახანძრო მანქანა. საბოლოო ჯამში, მოხერხდა ხანძრის ლოკალიზაცია. სააგენტოს თანახმად, ხანძრის მიზეზად სახელდება მოკლე ჩართვა.

https://youtu.be/F-aTFN80Xck

banner
წინა სტატიაშირუსთავში 4 წლის ბავშვი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგიორგი მამალაძის ადვოკატები პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით დღეს მიმართავენ