ცხინვალში დაარსდა “ალანიის სახელმწიფოს მართლმადიდებლური ეკლესია”

ცხინვალში, ღვთისმშობლის შობის ტაძარში, გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც მეთონია-ალანიის ეპისკოპოსმა ამბროსიმ (епископ Мефонский-Аланский Амвросий) ისაუბრა ალანიის ეპარქიის სამომავლო გეგმებზე.
პრესკონფერენზე ითქვა, რომ წლინახევრის წინ დაიწყო მუშაობა ალანიის ეპარქიის ახალ წესდებაზე, რომლის მიხედვით ე.წ. სამხრეთ ოსეთში იქმნება “ალანიის სახელმწიფოს მართლმადიდებლური ეკლესია”.
იგი ამიერიდან გახდება თვითმმართველობითი, მას უხელმძღვანელებენ მეუფე ამბროსი (владыка Амвросий) და ეპარქიის საბჭო, რომლის შემადგენლობაში იქნებიან “რესპუბლიკის” მოქალაქეები.
ადრე, ალანიის ეპარქია ემორჩილებოდა ე.წ. ბერძნულ ეკლესიას, მაგრამ ამ უკანასკნელის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და “დამოუკიდებლობა” უბოძა ალანიის ეპარქიას.
ე.წ. ბერძნული ეკლესია – ეს არის არაკანონიკური ჯგუფი, რომელიც განკვეთილია ელადის მართლმადიდებელი ეკლესიიდან და არანაირი კავშირი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დიპტიქთან არა აქვს.
მეუფე ამბროსი პორველად ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2000 წელს ჩავიდა და სათავეში ჩაუდგა ალანიის ეპარქიის დაარსების პროცესს.
“პირველად აქ 17 წლის წინ ჩამოვედი. შევხვდი პრეზიდენტს, ადგილობრივ სასულიერო პირებს…დასაწყისში ცოტა რთული იყო, რადგან რუსული ენა ცუდათ ვიცი, ხოლო ოსური საერთოდ არ მესმის, მგრამ ახლა ვცდილობ ჩამოვიდე აქ წელიწადში ოჯერ-სამჯერ, რათა სამხრეთ ოსეთის მორწმუნეებს მხარდაჭერა გამოვუცხდო და პრობლემების გადჭრაში დავეხმარო”, – თქვა მან.
2003 წელს სწორედ ეპისკოპოს ამბროსის ინიციატივით ცხინვალში დაარსდა ალანიის ეპარქია.
ინფორმაციას ავრცელებენ სააგენტოები “SPUTNIK” და “Южная Осетия сегодня “.

banner
წინა სტატიაშიდონეცკში სეპარატისტთა მინისტრი ააფეთქეს
შემდეგი სტატიასააკაშვილის რეპი – “ბარიგა,, (ვიდეო)