ცხინვალში 18 სექტემბერს ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
დე ფაქტო საარჩევნო კომისიამ კანდიდატების დასახელების და აგიტაციის წესები, აუცილებელი დოკუმენტების ფორმა და საარჩევნო ფონდების მიმართ მოთხოვნები დაამტკიცა.
„ჩვენი სწორი, შეთანხმებულ და ზუსტ მუშაობაზე დამოკიდებულია მომავალი ხელისუფლების ლეგიტიმურობა და რესპუბლიკის განვითარება“, – განაცხადა ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ემილია გაგიევამ.
23 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა და მუშაობას პუტინის ადმინისტრაციაში გააგრძელებს.
მას შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის მოვალეობას ე.წ პრემიერ-მინისტრი მარატ კამბოლოვი ასრულებს.

















