ცხინვალმა რუსეთს, ინტერპოლის ძებნაში გადასაცემად, ქართველების სია გადასცა

,,სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ რუსეთის გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა მოქალაქეთა სია, რომელთა მიმართ რუსეთისაგან საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ვითხოვთ,, ამის შესახებ რუსულ მედიას აფხაზეთში ყოფნის დროს ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განუცხადა.


გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 76 კაციან სიაზე სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები შედიან. მათ დაპატიმრებას ცხინვალი 2008 წლის ომის საკუთარი გამოძიების საფუძველზე ითხოვს. როგორც ცნობილია, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ინტერპოლის წევრ ქვეყანათა სიაში არ შედის და ამიტომ ცხინვალი მოსკოვისაგან ითხოვს ძებნის გამოცხადებას.
რაც შეეხება მოსკოვის გადაწყვეტილებას ამ თემაზე, ის ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ის გარემოება, რომ ამ სიის ინტერპოლისათვის გადაცემით, რუსეთმა შეიძლება ამ ორგანიზაციაში ისედაც შელახული რეპუტაცია საბოლოდ გაიფუჭოს და მას შემდგომში რეალური კრიმინალებიც არ გადასცენ, ამ ქვეყნას იძულებელს ხდის, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდეს.

banner
წინა სტატიაშისკანდალი რუსულ ეკლესიაში – პედოფილი მღვდელი დაპატიმრებულია
შემდეგი სტატიაუკრაინის გენპროკურორ ლუცენკოს წინააღმდეგ საქმე აღიძრა