ცხინვალის თეატრს, 30 წლიანი მოლოდინის შემდეგ სახელმწიფომ 1700 კვ.მ. ფართი გადასცა

region
: region მარტი 11, 2019 18:01

ცხინვალის თეატრს, 30 წლიანი მოლოდინის შემდეგ სახელმწიფომ 1700 კვ.მ. ფართი გადასცა

თითქმის 30 წლიანი მოლოდინის შემდეგ, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სახელმწიფომ 1700 კვ.მ. ფართი გადასცა.

თბილისში პეტრიაშვილის 7 ნომერში მდებარე შენობაში სარემონტო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. სავარაუდოდ თეატრი პირველ წარმოდგენას ახალ შენობაში მომავალ წელს გამართავს.

„30 წელიწადია ფაქტიურად თეატრს თავის საკუთარ სცენაზე თავის საკუთარ შენობაში ფეხი არ დაუდგამს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. სიმართლე გითხრათ ისეთი განწყობა მაქვს, რომ ეს ღონისძიება, რომ დამთავრდება ავტობუსი გველოდება, რომ უნდა წავიდეთ ჩვენს მშობლიურ ქალაქში,“ – აცხადებს ცხინვალის თეატრის დირექტორი ზაზა თედიაშვილი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე აღნიშნავს, რომ ცხინვალის თეატრს მიეცემა საშუალება სრულყოფილი შემოქმედებითი პროცესი წარმართოს.

„ცხინვალის თეატრს ექნება საკუთარი ჭერი თავზე, სადაც მათ მიეცემათ საშუალება და ექნებათ იმის საშუალება, რომ სრულყოფილი შემოქმედებითი პროცესი წარმართონ, ჰყავდეთ თავისი მაყურებელი და აღარ ჰქონდეთ ასე ვთქვათ ყოველდღიურ მომთაბარე ცხოვრებიდან გამომდინარე პრობლემებზე ზრუნვის აუცილებლობა,“ – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

region
: region მარტი 11, 2019 18:01

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


14,820
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics