ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის “სასამართლომ” საქართველოს მოქალაქეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოკუპირებული ჯავის დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – 35 წლის გიორგი მოსიაშვილს ბრალი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

დე ფაქტო სასამართლოს ცნობით, ის 2023 წლის ოქტომბერში გამყოფი ხაზის მიღმა სათევზაოდ იყო გადასული და ელექტროანკესით 25 კილოგრამი კალმახი დაიჭირა. მოსიაშვილს ბრაკონიერობასაც ედავებოდნენ.

ამასთან, ონლაინგამოცემა “საპა” წერს, რომ ჯავის სასამართლომ გარემოს დაცვის კომიტეტის სარჩელიც დააკმაყოფილა და გიორგი მოსიაშვილს მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც დაევალა.

banner
წინა სტატიაშიეშინიათ, მაგრამ ასევე ცდილობენ მანიპულაციას – კორძაია “ქართულ ოცნებაზე”
შემდეგი სტატიაისტორიულ ვექტორს ცვლის ერთი კაცის ახირება – ცისკარიშვილი