ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 20, 2020 14:49

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი – მამაკაცი, რომელიც ოკუპირებული ახალგორის რეგიონიდან წითელ ჯვარს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყავდა, გზაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ახალგორის გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი ადასტურებს.

გარდაცვლილი 63 წლის ჯუმბერ მილაძეა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე იყო. ამის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი მას ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდა, რაც საბოლოო ჯამში, ფატალური შედეგით დასრულდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 20, 2020 14:49

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics