21.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 4, 2026
banner

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საერთაშორისო თანამეგობრობამ არანაირი ზომები არ მიიღო და რუსეთი იძულებული გახდა, წინ აღდგომოდა აგრესორს და ჩაეტარებინა ოპერაცია, რათა საქართველოსთვის მშვიდობა ეიძულებინა,-წერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში.

,,იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული თბილისის შემდგომი მცდელობები, ძალის გამოყენებით დაებრუნებინა „დაკარგული“ ტერიტორიები, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. შემდგომში, მოსკოვი თანმიმდევრულად უწევდა ყოვლისმომცველ დახმარებას ამ რესპუბლიკებს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში. რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა ორმხრივი კავშირების განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა”,- წერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„კოალიცია ცვლილებისთვის“: მკაცრად ვგმობთ ირაკლი კობახიძის განცხადებას
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“: კობახიძის მოღალატეობრივი განცხადება საქართველოს თავისუფლებისთვის შეწირული გმირების მემორიალზე გაკეთდა