ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი – სექტემბერში „საზღვარზე“ რუსეთთან ერთობლივი რეიდების ჩატარება იგეგმება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, სექტემბერში ე.წ. საზღვარზე რუს მესაზღვრეებთან ერთად დაგეგმილია ერთობლივი რეიდების ჩატარება.

„ღონისძიებები ითვალისწინებს კონტროლის გამკაცრებას სახელმწიფო საზღვრის რეჟიმზე, სასაზღვრო ზონაში ფიზიკური პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლასა და ყოფნაზე. ასევე საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტებში დაგეგმილია კარდაკარ შემოწმების უფრო ინტენსიური გრაფიკით ჩატარება. კომიტეტი მოუწოდებს საზღვრისპირა დასახლებებში მცხოვრებლებს, სახლიდან გასვლისას თან იქონიონ დოკუმენტები და გაგებით მოეკიდონ უსიამოვნებას, რომელიც შეიძლება, შეიქმნას ღონისძიებების გატარების დროს“, – ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ცოდნის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების გამო, საოკუპაციო რეჟიმი 4 სექტემბრის 20:00 საათიდან ორი დღით საქართველოს ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს“

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია – გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენა საზოგადოებისთვის სილის გაწვნა და პოლიტიკური ომის გამოცხადებაა
შემდეგი სტატიაეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება – სააკაშვილი გახარიას კანდიდატურაზე