ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 3 დღე ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის სამი დღით დაკეტვას აპირებს, რაც 9 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას დეფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.ე.წ. საზღვარი 7 აპრილს 20:00 საათიდან 10 აპრილის 20:00 საათამდე ჩაიკეტება.

9 აპრილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიდღეს პარლამენტში საგზაო მოძრაობის შესახებ კანონზე იმსჯელებენ
შემდეგი სტატიაპოლიტიკური მოტივი უბრალოდ წარმოუდგენელია – მიხეილ გიორგაძე “რუსთავი 2”-ის საქმეზე