ცხინვალის რეჟიმმა კიდევ 5 ქართველი დააკავა…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 25, 2015 01:39

ცხინვალის რეჟიმმა კიდევ 5 ქართველი დააკავა…

მნიშვნელოვანი

  • ოსური საინფორმაციო წყარო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების სახელმწიფო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონში სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით 5 ქართველი მოქალაქე დააკავეს...

სხვა სტატიები

ოსური საინფორმაციო წყარო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების სახელმწიფო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონში სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით 5 ქართველი მოქალაქე დააკავეს…

გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის რაიონის დასახლებულ პუნქტ არცეუსთან  საქართველოს 5 მოაქალე დააკავეს…. დაკავებულთა შორის 1954,1962, 1970, 1979 და 1985 წელს დაბადებული გორის რაიონის სოფელ ახალუბნის, პატარა მეჯვრისხევის, აძვისა და ქვეშის მაცხოვრებლები არიან.

,,იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს თან ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი საბუთები, ამ მომენტისათვის მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირების პროცედურა,, აცხადებს ოსური КГБ.

სეპარატისტული ცხინვალის უშიშროების სამსახური ასევე აცხადებს, რომ 20 ნოემბერს ზნაურის რაიონის სოფელ ჩორბაულში საზღვრის დარღვევის გამო დაკავებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმე აღიძრა და მას ციხე ელოდება… ,,რამეთუ ეს პიროვნება ოქტომბრის თვეში ერთხელ უკვე იყო დაკავებული ანალოგიური დანაშაულისთვის და ადმინისტრაციული სმართალდარევის ბრალდებით გასამართლდა,, აცხადებენ ცხინვალის უშიშროებაში.

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 25, 2015 01:39