ცხინვალის რეჟიმმა 4 დაკავებული ქართველი გაანთავისუფლა ჯარიმის გადახდის შემდეგ

25 სექტემბერს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად “ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს, რომელიც ჩატარდა18 -23 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სასაზღვრო ზონაში, კერძოდ ერმან ძაუსის და არცეუს რაიონებში, მესაზღვრეებმა სახელმწიფო საზღვრის დარღევის ფაქტზე დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე: გოგოლაძე გიორგი ოთარის ძე, 1986 წელს დაბადებული; ლიკა მურმანის ასული აბლოთია, 1990 წელს დაბადებული, ორივე თბილისის მკვიდრი; ოქრუაშვილი იასონ ნიკოლოზის ძე, 1942 წელს დაბადებული, ელიზბარაშვილი ტარიელ გურამის ძე, 1954 წელს დაბადებული, გორის რაიონის სოფლების ფლავისმანის და ქვეშის მოსახლეები.
ძაუსის და ცხინვალის ტერიტორიული სასამართლოების გადაწყვეტილებით, დაკავებულები მიეცათ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში ჯარიმის სახით, რომლის გადახდის შემდეგ ამა წლის 19 და 25 სექტემბერს, ისინი გაძევებულ იქნენ საქართველოში”.

banner
წინა სტატიაშიქურთისტანის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს
შემდეგი სტატიარუსეთში დააკავეს ოჯახი, რომელიც 20 წლის მანძილზე კლავდა და ჭამდა ადამიანებს