ცხინვალის რეჟიმმა 2 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო

http://www.bbc.co.uk/russian/society/2015/03/150324_russia_sobering_stationsცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე გაავრცელა ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე, ლენინგორის რაიონის დასახლებულ პუნქტ ახმაძთან, 13 ოქტომბერს სახელმწიფო საზვრის დარღვევის გამო მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე: ჩიტაშვილი დავით გელას ძე, 1993 წ. დაბადებული და ხუროშვილი თამაზ ივანეს ძე, 1978 წ. დაბადებული, კასპის რაიონის სოფელ ოკამის მაცხოვრებლები. 14 ოქტომბერს, ლენინგორის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულებს დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით, რომლის გადახდის შემდეგ ისინი საქართველოში გააძევეს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა უვიზოდ მოგზაურობისთვის ახალი რეგულაციები დააწესა
შემდეგი სტატიანიკი ჰეილი: სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა რუსეთის ახალი იარაღია