ცხინვალის რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი კატალონიას ეწვია

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი 23 ოქტომბერს მოკლევადიანი ვიზიტით  ესპანეთის სეპარატისტულ რეგიონს –კატალონიას ეწვია.

ინფორმაციას  თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, დიმიტრი მედოევი  კატალონიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდა, რომლებიც “მიუხედავად შორი მანძილისა, არ კარგავენ სამშობლოსთან კავშირს, ინტერესდებიან მისი ცხოვრებით და შეაქვთ წვლილი ევროპაში სამხრეთ ოსეთის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელების საქმეში”.

თანამემამულეებთან შეხვედრის დროს მედოევმა განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ყურადღება ახლა კატალონიისკენ არის მიპყრობილი, რადგან 26 წლის წინ ჩვენმა ხალხმა თავად გაიარა გზა სახემწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ”.
იმავე დღეს ბარსელონაში გაიხსნა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს კატალონიის ოფისი.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებელი ბერას კომპანიას 400 ათასამდე ლარს უხდის
შემდეგი სტატიაკახა მიქაია:ედუარდ შევარდნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი თვითმმართველობის არჩევნები წარმატებით დაგვირგვინდა!