ცხინვალის რეჟიმი საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება, რომ „მესაზღვრეებმა სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს“. ესენი არიან: 38 წლის ედნარ მსხალაძე, 41 წლის ლეიმონ დვალიშვილი და 68 წლის მანსურ პეტრენდიშვილი. დაკავება მოხდა 15 და 17 ივნისს ცხინვალის რეგიონის სოფლების დისევის და არცევის მიდამოებში.
ინფორმაციის თანახმად, იქიდან გამომდინარე, რომ ედნარ მსხალაძე იმყოფება აღრიცხვაზე ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში, იგი გადაეცა ქართულ მხარეს ჯარიმის გადახდის გარეშე. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, მათი საქმეები სეპარატისტული რეგიონის ე.წ. სასამართლოს გადაეცა

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაბა კვირკველიას სახლში გულშემატკივრის გვამი იპოვეს