ცხინვალის რეჟიმი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ოსეთი “ქართული ექსპანსიის იოლი ნადავლი გახდა”

ოსური მოსახლეობა მთლიანადაა განდევნილი აღმოსავლეთ ოსეთის ტერიტორიიდან. ამის შესახებ აცხადებს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ კომენტარში, რომელიც გაკეთდა ორგანიზაცია “დარიალის” ლიდერის გაირბეკ სალბიევის და სეპარატისტთა ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის შეხვედრის შემდეგ.
კომენტარში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ ოსეთი, რომელიც ავტონომიის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა, “ქართული ექსპანსიის იოლი ნადავლი გახდა”. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ოფიციალური თბილისი ზღუდავს ამ ტერიტორიაზე იმ ოსების დაბრუნებას, რომლებიც წარმოშობით ყაზბეგის რაიონიდან არიან. ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო წუხს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებას არ აქცევს ამ პრობლემას.
კომენტარი ქვეყნდება სეპარატისტთა უწყების საიტზე.

banner
წინა სტატიაშიმამა პეტრე: თუ ხალხი შიმშილით და გულგრილობით გაწყდა, მოოქროვილი გუმბათებქვეშ ვინ ილოცებს?!
შემდეგი სტატიააშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს კიევს სიტუაციის დეესკალაციისკენ