ცხინვალის რეგიონში ქართულ სკოლებს ხურავენ

თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მომავალი სასწავლო წლიდან ქართულ სკოლებს ხურავენ – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. სტატიაში “ქართული სკოლები ჩიხში შედიან”, რომელიც ერთ-ერთმა ოსურმა პორტალმა გამოაქვეყნა, საუბარია იმაზე, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი და განათლების სამინისტრო ქართულ სკოლებს ხურავს. “ქართული სკოლების პრობლემა ძირითადად იმის გამო დადგა, რომ ამ საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა არ ემთხვევა იმ პროგრამას, რომელიც სამხრეთ ოსეთში მოქმედებს, რომლის გამოც პრობლემები იქმნება როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისთვის, ასევე, ქართული სკოლებისთვისაც” – აცხადებენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის განათლების სამინისტროში. მათივე თქმით, დე-ფაქტო რესპუბლიკაში აიკრძალება ქართული სასწავლო წიგნების გავრცელებაც.

banner
წინა სტატიაშიქეთი ენუქიძე: დედაქალაქის დაგეგმარებაზე თანხების გაფლანგვა მოხდა
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი განცხადებას ავრცელებს