ცხინვალის მარიონეტული რეჟიმმა ე.წ. ლენინგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის ორი მოადგილე გაანთავისუფლა

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მთავრობამ დაკავებული თანამდებობებიდან გაანთავისუფლა ე.წ. ლენინგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის ორი მოადგილე – ალექსანდრე ბარათაშვილი და ჰამლეტ დრიაევი.
13 ოქტომებრს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობამ სხდომაზე საკადრო საკითხები განიხილა. ალექსანდრე ბარათაშვილის და ჰამლეტ დრიაევის განთავისუფლების მიზეზი არ დასახელებულა. რაიონის ადმინისრაციის უფროსმა ფილიპე ხაჩიროვმა სხდომას წარუდგინა ახალი მოადგილე, ინჟინერ-მექანიკოსი ვადიმ ბიჩენოვი.
განხორციელდა, აგრეთვე, სხვა საკადრო ცვლილებები. ასე მაგალითად, მშენებლობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ილია გუჩმაზოვი. ინფორმაციას აქვეყნებს ე.წ. სამხეთ ოსეთის მთავრობის ოფიციალური საიტი.

banner
წინა სტატიაშიპოლონელმა დეპუტატმა მიხეილ მარუსიკმა მხარი დაუჭირა “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების” ინიციატივას
შემდეგი სტატიათურქეთში აფხაზური დიასპორები კვლავ აქტიურდებიან