ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის დელეგაცია რუსეთის გენპროკურორს შეხვდა

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ამ ქვეყნის გენერალურ პროკურორს იური ჩაიკას. ამის თაობაზე იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ვითომ მთავრობის პრესსამსახური.
მოსკოვში ყოფნის დროს ბიბილოვი რუსეთის რამდენიმე სამინისტროს ხელმძღვანელებს შეხვდება, რომლის დროსაც განხილული იქნება თანამშრომლობის საკითხები.
რაც შეეხება ცხინვალის დელეგაციის რუსეთის გენპროკურორთან შეხვედრას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენპროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა ხელი მოაწერა პროგრამას “სამართლებრივი დახმარების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას სისხლის სამართლის საკითხებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიგაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიააშშ სირიეელი ქურთების შეიარაღებას განაგრძნობს