ცხინვალის ხელისუფლება თალიბანს ჩაეხუტა

თალიბანს ხელისუფლება ჯერ ხეირიანად არ გადაუბარებია და ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე ქაბულს მიაშურეს მათ მოსანახულებლად. ოსები თალიბებს დიდი ალბათობით მათი დამოუკიდებლობის აღიარებას მოსთხოვენ.

ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლების და თალიბების შეხვედრის შესახებ ოსური და რუსული მედია არაფერს იუწყება. შეხვედრის ამსახველი ფოტო ტვიტერზე თალიბების პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელმა ატვირთა. მუჰამედ ნაიმის ცნობით, ოსურ მხარეს ალექსეი მაქსიმოვი წარმოადგენდა, ხოლო თალიბებს ვიცე-პრემიერი აბდულ ხან ბარადარი.

თალიბანის ცნობით, მხარეებმა თანამშრომლობაზე ისაუბრეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

თაიმერი 

banner
წინა სტატიაშიგურამ გაბესკირია: ფეხბურთელი, მსაჯი, სოხუმის მერი- საქართველოს ეროვნული გმირი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: კარლ ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტად რბილი