ცხინვალის იზოლატორის დატოვების შემდეგ, ცხრა ადამიანი გორში დაკითხვაზე იმყოფება

კორბოულის მკვიდრები ამ წუთებში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის ცხრა მკვიდრი, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს, გათავისუფლებულები არიან.

ოსმა ძალოვნებმა ქართველ სამართალდამცავებს კორბოულის მკვიდრები სოფელ ერგნეთში ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს. ცხინვალი ყველა მათგანმა ჯარიმის, 2000 რუბლის გადახდის სანაცვლოდ დატოვა.

რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ცხრა ადამიანი საჩხერის რაიონის სოფელ ოტრიასთან 12 მაისს დააკავეს. ცხრავე მათგანი საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში ცხოვრობს, ისინი ოტრიაში ჯონჯოლის დასაკრეფად იყვნენ წასული.

banner
წინა სტატიაშიბელგიამ “ალ-ქაიდას” წევრის ოჯახს 78 ათასი ევრო გადაუხადა
შემდეგი სტატიაბიბისი: მსოფლიოში ყველაზე უხუცესი ადამიანი გარდაიცვალა