ცხინვალის ე.წ პროკურატურა ორწლიან პატიმრობას ითხოვს. ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ბადრი მანჯავიძე ცხინვალიდან იუწყება. მისი თქმით, ე.წ. მოსამართლე უკვე საათნახევარია გასულია გადაწყვეტილების მისაღებად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ბადრი მანჯავიძე ცხინვალში ჩავიდა, სადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბადრი მანჯავიძეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს საქართველოსა და რუსეთის. მან სასამართლო შენობის წინ „ფეისბუკ ლაივიც“ ჩართო.
როგორც თავად ამბობს, ცხინვალში დღეს, 20 დეკემბერს რუს სამხედროებთან რთული დაკითხვის შემდეგ ჩავიდა.