ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული

ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს
მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუს-ში.

banner
წინა სტატიაშიზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ომეგა ჯგუფის მთავარი მიზანი არის, რომ გადასახადები არ გადაიხადოს და ეს თემა გაიტანოს პოლიტიკურ სივრცეში”-ბიზნესომბუდსმენი