ცხინვალიდან გათავისუფლებულ საქართველოს მოქალაქეს მოტეხილობა აღენიშნება

ცხინვალიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე 29 წლის ნიკოლოზ ფეხშველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. პირველადი დათვალიერებით, პაციენტს სხივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

„პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჰოსპიტლის მიმღებ განყოფილებაში. პირველადი დათვალიერებით მას აღენიშნება სხივის ძვლის მოტეხილობა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მიმდინარეობს კვლევები, რის საფუძველზეც დაზუსტდება დაზიანებები”, – განაცხადა ჰოსპიტლის ტრავმატოლოგ-ორთოპედმა შალვა გოდერძიშვილმა.

ექიმის განცხადებით, პაციენტს არაფერი უთქვამს ფიზიკურ ზეწოლაზე.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა სამხრეთ ოსეთის საზღვარი დაარღვიეს, ორი დაკავებულია, ერთი პირი გაქცევისას 10-12 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილის თქმით კუჭავა ციხეში არ უშვებს: კი არ ვთხოვ, რომ შემიშვას, მისი ვალდებულბაა, რომ მივწერ, დაადასტუროს
შემდეგი სტატია“თქვენმა პრემიერმა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება “ბიძინაობას” მიუძღვნა”