ცხინვალი რუსეთისგან ითხოვს სააკაშვილის ძებნაში გამოცხადებას- ბიბილოვმა განცხადება სოხუმში გააკეთა

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის პროკურატურამ რუსეთის გენპროკურატურას გადასცა საქართველოს იმ მოქალაქეთა სია, რომლებსაც ბრალად სდებს 2008 წელს სამხედრო დანაშაულში მონაწილეობას. სიაში სულ 78 ადამიანი, მათ შორის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა სოხუმში ვიზიტის დროს. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ „ სამხრეთ ოსეთს მომზადებული აქვს მასალები ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში გასაგზავნად, მაგრამ ეს საქმე ადგილიდან არ იძვრის. აფხაზურ მედიასთან საუბარში ბიბილოვმა აღშფოთება გამოხატა ჰააგის სასამართლოს მიმართ და მის პოზიციას „გაუგებარი ქმედება“ უწოდა.

banner
წინა სტატიაშიტილერსონი: პუტინმა უარყო მოსაზრება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის თაობაზე
შემდეგი სტატიარექს ტილერსონმა უკრაინის საკითხში სპეციალურ წარმომადგენლად კურტ ვოლკერი დანიშნა