ცხინვალი მოუწოდებს მოქალაქეებს “თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან”

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიის მოქალაქეებს თავი შეიკავონ “საქართველოში გამგზავრებისგან”. მიზეზად სახელდება “მეზობელ ქვეყანაში საშიში ვირუსის – დენგეს გავრცელება”.
“სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აფრთხილებს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებსაც გააჩნიათ რუსეთის მოქალაქეობა, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან მანამდე, სანამ ოფიციალური ხელისუფლება არ განაცხადებს ეპოდემიის ლოკოლიზირების შესახებ”, ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიარსენ ავაკოვი: შსს-ს არ ეხება სააკაშვილის ექსტრადიციის საკითი
შემდეგი სტატიაცხინვალში, ვლადიკავკაზსა და სტავროპოლში რუსი სამხდროების ოჯახებს ბინებს უშენებენ